ზელენსკი: მზად ვარ, ტრამპთან ერთად ფრონტის ხაზზე წავიდე და რეალობა ვაჩვენო

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის მზადაა, დონალდ ტრამპთან ერთად ფრონტის ხაზზე წავიდეს და მას რეალობა აჩვენოს. ამის შესახებ მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“თუ ბატონი ტრამპი ჩამოვა, მე მზად ვარ, მასთან ერთად ფრონტი ხაზზე წავიდე. ვფიქრობ, თუ ჩვენ ვაპირებთ საუბარს იმის შესახებ, თუ როგორ დავასრულოთ ომი, ჩვენ მათ, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, უნდა ვაჩვენოთ, რას ნიშნავს ეს ომი. არა ის, რასაც წერენ ინსტაგრამზე, არამედ ნამდვილი ომი”, – აცხადებს ზელენსკი.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მტკიცებით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება “24 საათში შეუძლია”.

20 იანვარს, ზელენსკიმ ტრამპი კიევში მიიწვია. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტრამპი სახიფათო პოლიტიკოსია, რომლის ჩარევაც ახლანდელ კონფლიქტში რუსულ აგრესიას წაახალისებს.

banner
წინა სტატიაშიᲘᲚᲘᲐ ᲓᲐᲠᲩᲘᲐᲨᲕᲘᲚᲘ ᲔᲣᲗᲝᲡ ᲛᲝᲥᲛᲔᲓ ᲗᲐᲕᲛᲯᲓᲝᲛᲐᲠᲔᲡ, ᲛᲐᲚᲢᲘᲡ ᲡᲐᲒᲐᲠᲔᲝ ᲡᲐᲥᲛᲔᲗᲐ ᲛᲘᲜᲘᲡᲢᲠᲡ, ᲘᲐᲜ ᲑᲝᲠᲒᲡ ᲨᲔᲮᲕᲓᲐ
შემდეგი სტატიანავალნის სპიკერი: პუტინმა ის მოკლა, მოვითხოვთ ცხედრის გადმოცემას