ზელენსკი – მსოფლიო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ პუტინმა შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, “მსოფლიოს ყველა ქვეყანა” მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, უკრაინის წინააღმდეგ ომში ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ამასთან დაკავშირებით მან CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

პრეზიდენტის ოფისიდან მიცემულ ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ პუტინს შეუძლია, გამოიყენოს ბირთვული ან ქიმიური იარაღი, რადგან მას უკრაინელი ხალხის სიცოცხლე არაფრად უღირს.

“არა მხოლოდ მე – მთელმა მსოფლიომ, ყველა ქვეყანამ უნდა ინერვიულოს, რადგან ეს შეიძლება არ იყოს რეალური ინფორმაცია, მაგრამ შეიძლება, იყოს სიმართლე“, – თქვა ზელენსკიმ.

ამის შემდეგ კი აღნიშნა, რომ:

“ქიმიური იარაღი, მათ შეიძლება ეს გააკეთონ, მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, მათთვის ხალხის სიცოცხლე, არაფერია, აი, რატომ… ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ. ამავდროულად ეს არ არის მხოლოდ უკრაინის საკითხი, არამედ მთელი მსოფლიოს, ასე ვფიქრობ.”

banner
წინა სტატიაშიზელენსკის თქმით, ომის დაწყებიდან 3 000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, 10 000-მდე კი დაშავდა
შემდეგი სტატიაუკრაინის 918 დასახლება უკვე დეოკუპირებულია – ზელენსკი