ზელენსკი: მშვიდობის მიღწევის გზაზე აშშ-ს დახმარების დიდი იმედი გვაქვს

“ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენ უკვე გვქონდა საუბრები და მომდევნო ნაბიჯებიც მალე იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებითად ვცადოთ ჩვენი დიპლომატია ამ ომის რაც შეიძლება მალე დასასრულებლად. ჩვენ გვჭირდება ნამდვილი მშვიდობა და უკრაინელებს ეს ყველაზე მეტად სურთ, რადგან ომი ჩვენ ქალაქებს ანადგურებს. ჩვენ ვკარგავთ ადამიანებს. ომი უნდა დავასრულოთ და უსაფრთხოების გარანტიას მივაღწიოთ. ვმუშაობთ ამერიკელებთან, ევროპელ პარტნიორებთან. მშვიდობის მიღწევის გზაზე აშშ-ს დახმარების დიდი იმედი გვაქვს. მშვიდობა რაც შეიძლება მალე არის საჭირო,-წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

ცოტა ხნის წინ, აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა ზელენსკის ლონდონში ვიზიტის დროს გაკეთებულ განცხადებას, რომ “ომის დასრულება ჯერ ძალიან, ძალიან შორს არის”. ტრამპმა დაწერა, რომ ზელენსკის “არ სურს ომის დასრულება მანამ, სანამ მას აშშ-ს მხარდაჭერა აქვს”.

“ეს არის ყველაზე ცუდი განცხადება, რაც კი შეიძლება ზელენსკის გაეკეთებინა. ამერიკა ამას აღარ შეეგუება” – წერს ტრამპი.

banner
წინა სტატიაშილავროვმა ზელენსკის „ებრაელი ხალხის მოღალატე“ უწოდა
შემდეგი სტატიანატოს ყოფილი მეთაური რიჩარდ შირეფი: აშშ-ს მხარდაჭერის გარეშეც კი, რუსეთის გამოფიტული სამხედრო პოტენციალის გამო უკრაინაში ვითარება უიმედო არ არის