21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

(ვიდეო) ზელენსკი: მოსკოვის ოლქზე იერიშისას უკრაინამ „ფლამინგო“, „პალიანიცა“ და „პელიკანი“ გამოიყენა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოსკოვის ოლქზე ღამით განხორციელებულ თავდასხმისას თავდაცვის ძალებმა უკრაინული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, მათ შორის „ფლამინგო”, „პალიანიცა” და „პელიკანი“ გამოიყენეს.
ზელენსკის თქმით, მოსკოვის რეგიონში დაზიანდა რუსეთის ნავთობმრეწველობის ერთ-ერთი მთავარი საწარმო და ლოგისტიკური ობიექტი.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ოპერაციაში მონაწილეობდნენ უშიშროების სამსახური, უპილოტო სისტემების ძალები, სპეციალური ოპერაციების ძალები, თავდაცვის სადაზვერვო სამმართველო და საგარეო სადაზვერვო სამსახური.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე თავდასხმა განახორციელა. დაღუპულია, სულ მცირე, ორი ადამიანი

თავდასხმის შედეგად დაიწვა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც კაპოტნიის რაიონში მდებარეობს. ზელენსკიმ შესაბამისი ვიდეოც გაავრცელა

banner
წინა სტატიაშიადვოკატი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული დავით მიქაძე დააკავეს
შემდეგი სტატიაპარტიზანული მოძრაობა „ატეშის“ განცხადებით, მისმა წევრებმა რუსეთის ქალაქ ტაგანროგში სარკინიგზო კვანძი დააზიანეს