ზელენსკი: მნიშვნელოვანია, უკრაინელმა ხალხმა იცოდეს, რომ მარტო არ არიან, რომ მათი ინტერესები თითოეულ ქვეყანაში, მსოფლიოს თითოეულ კუთხეშია წარმოდგენილი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მნიშვნელოვანია, უკრაინის ხმა ისმოდეს და ეს ხმა არავის დაავიწყდეს, ომის დროს, თუ მის შემდეგ.

ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„მნიშვნელოვანია, უკრაინის ხმა ისმოდეს და ეს ხმა არავის დაავიწყდეს ომის დროს, თუ მის შემდეგ. მნიშვნელოვანია, უკრაინელმა ხალხმა იცოდეს, რომ მარტო არ არიან, რომ მათი ინტერესები თითოეულ ქვეყანაში, მსოფლიოს თითოეულ კუთხეშია წარმოდგენილი“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონში უკრაინულ სათვისტომოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თანამოქალაქეებს, მხარდაჭერისთვის და ქვეყნის სასიკეთოდ გაღებული ძალისხმევისთვის.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაThe Washington Post – დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეწყვეტას განიხილავს