ზელენსკი – მივესალმებით ფინეთის მზადყოფნას ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთებაზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ფინელ კოლეგას, საული ნიინისტას ტელეფონით ესაუბრა, – ამის შესახებ ზელენსკი „ტვიტერში“ წერს.

„ფინეთის პრეზიდენტს, საული ნიინისტას ტელეფონით ვესაუბრე. მივესალმე ფინეთის მზადყოფნას ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით“, – წერს ზელენსკი.

მისი თქმით, სატელეფონო საუბროს დროს ასევე განიხილეს უკრაინის ევროინტეგრაციის საკითხი და უკრაინასა და ფინეთის შორის თავდაცვის სფეროში არსებული ურთიერთობები.

შეგახსენებთ, დღეს ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ და პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა გამოაცხადეს.

„ფინეთმა დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განაცხადი ნატო-ში გაწევრიანებაზე,“- ნათქვამია ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პოლიციამ ტარიელ ონიანის ნათესავი, ასევე “კანონიერი ქურდი” დააკავა
შემდეგი სტატიასტოლტენბერგი – თუ ფინეთი გადაწყვეტს განაცხადის გაკეთებას, მას თბილად მიესალმებიან ნატო-ში