ზელენსკი – რუსეთთან ურთიერთობის ხიდები ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დანგრეული

რუსეთთან ურთიერთობის ხიდები ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დანგრეული,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Chatham House-ის ანალიტიკური ცენტრის მიერ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინულ მხარეს კვლავ აქვს რუსეთთან მოლაპარაკების სურვილი, თუმცა ოფიციალურმა მოსკოვმა უკრაინის ტერიტორიიდან ჯარები უნდა გაიყვანოს.

„დიალოგი საჭიროა დიპლომატიური არხებით, რათა უკრაინაში მკველობები შეჩერდეს. ისინი უკან უნდა დაბრუნდნენ. მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ ნორმალურად დავიწყოთ ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ანადგურებენ ჩვენს ხიდებს, ვფიქრობ, ურთიერთობის ყველა ხიდი ჯერ დანგრეული არ არის“,- განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიხარკოვის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა კერძო ავტომობილების კოლონა დაცხრილეს – არის მსხვერპლი
შემდეგი სტატიათემქაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა