26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ზელენსკი: მიმაჩნია, რომ ამ ომში გამარჯვებას ის მოიპოვებს, ვინც უფრო ჭკვიანია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან ომის შედეგს ჰაერში ბრძოლა გადაწყვეტს.

„დღეს მიმაჩნია, რომ ამ ომში გამარჯვებას ის მოიპოვებს, ვინც უფრო ჭკვიანია. თუ მტერს ბრძოლის ველზე შეაჩერებ, თუ ომს ხმელეთზე შეაჩერებ და თუ მას ზღვაზე უპირატესობას წაართმევ, როგორც ეს ჩვენი საზღვაო დრონებით გავაკეთეთ, მაშინ შემდეგი ბრძოლის ველი ჰაერი იქნება. საჰაერო სივრცეში გადავინაცვლეთ. ჰაერში კი უკვე კონკურენტუნარიანები ვართ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის შესაძლებლობამ, რომ შორ მანძილზე მოქმედი დრონები აწარმოოს და გამოიყენოს, ომის მიმდინარეობა შეცვალა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ახლა უკრაინას საშუალება აქვს, სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები რუსეთის სიღრმეში განახორციელოს.

„თუ ჩვენი პარტნიორები უკრაინას ფინანსურად არ მიატოვებენ, თუ ჩვენი ჯარისკაცები ფრონტის ხაზის შენარჩუნებას გააგრძელებენ, თუ რუსულ ჯარს ყოველი კილომეტრი ათიათასობით და ზოგჯერ ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლის ფასად დაუჯდება, მაშინ გადამწყვეტი ბრძოლა ჰაერში შედგება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი: რუსეთი ანაკლიის პორტის მშენებლობას მხოლოდ საკუთარი კონტროლის პირობებში დაუშვებდა
შემდეგი სტატიადაჯგუფება „ჰამასმა“ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში მოქმედი ადმინისტრაცია დაშალა და გაერო-ს მხარდაჭერილ სპეციალისტთა კომიტეტისთვის მართვის უფლებამოსილების გადასაცემად ემზადება