ზელენსკი: მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში მხარს გვიჭერს, ასე რომ, ტირანია დამარცხდება

ჩვენი შეხვედრა ამ ფორმატში და ასეთი მიზნებით ადასტურებს, რომ უკრაინა, ევროპა და მთელი მსოფლიო ერთობლივი გამარჯვებისკენ გზაზეა. ჩვენმა ქვეყანამ შეინარჩუნა სრული ქმედითუნარიანობა, ჩვენი კონტინენტი ერთიანია. მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში მხარს გვიჭერს, ასე რომ, ტირანია დამარცხდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც ვირტუალურ რეჟიმში მიმართა დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას „უკრაინისთვის“.

ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები და ყველა გმირი დამცველი მტკიცედ და მამაცურად იცავენ უკრაინის თავისუფლებას ბრძოლის ველზე. თუმცა,ზელენსკის განმარტებით, ის, თუ როგორ დასრულდება სასტიკი ომი, არა მხოლოდ ბრძოლის ველზე წყდება.

„ეს დამოკიდებულია ასევე ეკონომიკურ და ფინანსურ, ჰუმანიტარულ მხარდაჭერაზე და იმის შესაძლებლობაზე, რომ უზრუნველყოფილი ყოს ნორმალური ცხოვრება გათავისუფლებულ ტერიტორიებზე და იმის აღდგენაზე, რაც რუსული არმიის მიერ არის განადგურებული.

თავისუფლებამ უნდა აჩვენოს, რომ ის იცავს ხალხს და მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე ტირანიას, რომელთანაც ათობით წლის განმავლობაში მასობრივად მიედინებოდა ფული ნავთობის, გაზისა და სხვა ნედლეულის გაყიდვიდან. ასე გაიმარჯვებს თავისუფლება. სწორედ ამიტომ, ეს კონფერენცია არის ასეთი მნიშვნელოვანი ყველასთვის ევროპაში სტრატეგიულად და ტაქტიკურად“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკი ამბობს, რომ უპირველეს ყოვლისა, უკრაინას სჭირდება საკმარისი ფინანსური რესურსები, რათა უკრაინის ხალხს ჰქონდეს ყველაფერი, რაც სჭირდებათ, ვიდრე ომი გრძელდება.

„უკრაინის სახელმწიფო, როგორც ამ ფონდების მმართველი, დაფარავს ყველა სასწრაფო საჭიროებას, იქინება ეს თავდაცვითი, სოციალური, თუ ჰუმანიტარული საჭიროებები. მეორე – ჩვენ უკვე ვამზადებთ ომის შემდგომ უკრაინის აღდგენის მასშტაბურ გეგმას და ჩვენ გვჭირდება სტრატეგიული საერთაშორისო მხარდაჭერი გგემა უკრიანისთვის, რაც იქნება ისტორიული მარშალის გეგმის თანამედროვე ანალოგი. ეს არის ფული, ტექნოლოგიები, პოფესიონალები და მზარდი შესაძლებლობები, რაც საჭიროა უსაფრთხო ცხოვრების აღსადგენად, მოდერნიზაცია და სოციალური განვითარება. ეს იქნება ინვესტიცია მთელი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობაში. ასე რომ, აგრესორს ეცოდინება, ის ვერ გატეხს ევროპისა და თავისუფალი ქვეყნების სიძლიერეს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პოლონეთში, დონორთა საერთაშორისო კონფერენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობს.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინმა დააჯილდოვა დასავლეთის სანქციების სიაში მყოფი ორი რუსი მილიარდერი
შემდეგი სტატიაპოლონეთის პრემიერი: ჩვენ ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ უკრაინის დასახმარებლად და უკრაინელების გამარჯვების უზრუნველყოფისთვის