ზელენსკი მიკოლაევში ჩავიდა და ვიტალი კიმი დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიკოლაევის რეგიონში ჩავიდა. ზელენსკი ოლქის ხელმძღვანელს, ვიტალი კიმს შეხვდა და იქ არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, წყალმომარაგების აღდგენასა და სოფლის მეურნეობაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვიტალი კიმი და მიკოლაევის სხვა მცველები ორდენებით დააჯილდოვა.

ზელენსკი იმყოფებოდა მიკოლაევის საავადმყოფოშიც და მადლობა გადაუხადა ექიმებს – “თქვენ ხართ გმირი ხალხი დიდი და კეთილი გულით” – მიმართა მან მედიკოსებს

banner
წინა სტატიაშიევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესაძლებლობას სპეციფიკურად ვაფასებ, მე მგონი უკრაინას ცოტა სხვა ისტორიული გზა ელოდება – არესტოვიჩი
შემდეგი სტატიაუნდა თუ არა ბიძინას ევროკავშირი? როგორ შეიძლება გინდოდეს იქ, სადაც დასანქცირებას გიპირებენ? – ხაზარაძე