6.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

ზელენსკი: მე და პუტინს ვერავინ შეგვადარებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან რუსეთის ოფიციალური მხარდაჭერა უკრაინისთვის დამღუპველი იქნება და ვაშინგტონს მოუწოდა, არ დაუშვას ეს ისტორიული შეცდომა.

ზელენსკიმ მკვეთრად გამიჯნა საკუთარი თავი რუსეთის დიქტატორისგან და ხაზი გაუსვა, რომ ვლადიმერ პუტინი ტერორისტია, რომელმაც ათასობით ბავშვი დახოცა.

„ვერავინ შეგვადარებს მე და პუტინს. პუტინმა ბავშვები დახოცა, ტერორისტია… თუ აშშ მხარს დაუჭერს პუტინს, ეს უბრალოდ დაუჯერებელი იქნება. ეს არის და იქნება ტრაგედია, ისტორიული შეცდომა და დიდი ტრაგედია. თუ აშშ რუსეთის მხარეს ოფიციალურად დაიკავებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ, ვერ შევძლებთ გაძლებას… ვიმედოვნებთ, რომ ტრამპი ჯერ კიდევ ჩვენ მხარესაა, ან სულ მცირე, ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებს“, — აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერის თქმით, კიევისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია და იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპი უკრაინის მხარდაჭერას ან მინიმუმ ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს.

banner
წინა სტატიაშითიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
შემდეგი სტატიაირაკლი მელაშვილი: “ოცნების” ფულიან წევრებს ივანიშვილისგან გარანტიები სჭირდებათ