25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

ზელენსკი – მაშველები კრივი-რიჰში სავაჭრო ცენტრის ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ეძებენ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ კრივი-რიჰის სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული დარტყმების ადგილას სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

ბოლო მონაცემებით, თავდასხმას 16 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 130-ზე მეტმა პირმა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.

„მაშველები ნანგრევების გაწმენდასა და ადამიანების ძებნას განაგრძობენ. 9 000 კვადრატული მეტრის ფართობზე გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია“, — აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

სამაშველო ღონისძიებებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტები და კინოლოგიური ჯგუფები ქვეყნის შვიდი რეგიონიდან არიან ჩართულნი.

ზელენსკის ცნობით, გასული საღამოსა და ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით მორიგი მასშტაბური იერიში რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა. კიევში ბალისტიკური რაკეტების ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა რკინიგზის ინფრასტრუქტურა, რასაც 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 1 დაშავდა.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: ღარიბაშვილ-თამაზაშვილების კლანი შიდა დაპირისპირებაში დამარცხდა
შემდეგი სტატიააშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ საქართველოსა და კიდევ 74 ქვეყნისთვის დაწესებული სავიზო შეზღუდვა გააუქმა