10.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 6, 2026
banner

ზელენსკი: მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა ენერგეტიკული ზავის შესახებ გამოაცხადა, რუსეთმა 76-ჯერ დაარტყა უკრაინის ენერგეტიკულ და ნავთობგაზის სექტორს

მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა ერთი კვირის წინ ენერგეტიკული ზავის შესახებ გამოაცხადა, რუსეთმა მიზანმიმართულად უკვე 76-ჯერ დაარტყა უკრაინის ენერგეტიკულ და ნავთობგაზის სექტორს, – წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

,,მხოლოდ ამ ღამეს განხორციელდა დარტყმები ვინიცის, ჟიტომირის, ხმელნიცკისა და ოდესის ოლქების ქვესადგურებზე. ათობით ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე რჩება. ენერგეტიკოსები და სარემონტო ბრიგადები აღდგენით სამუშაოებზე ფაქტობრივად 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ღამით რუსებმა ასევე დაარტყეს საცხოვრებელ სახლებს ჩვენს რეგიონებში. ამ დროისთვის ცნობილია 12 დაშავებულის შესახებ, მათ შორის ორი ბავშვია. ორი ადამიანი დაიღუპა. ჩემი სამძიმარი მათ ოჯახებსა და ახლობლებს. დილით დარტყმა განხორციელდა ვოლინის ოლქის სოფლის მეურნეობის საწარმოზე. ყველა საჭირო სამსახური ადგილზე მუშაობს.

საერთო ჯამში, გასული კვირის განმავლობაში რუსებმა უკრაინის მიმართულებით თითქმის 2700 დარტყმითი დრონი, 1700 ავიაბომბი და 66 რაკეტა გაუშვეს, რომელთა უმეტესობა ბალისტიკური იყო. ამ დარტყმების მთავარი სამიზნე სწორედ ენერგეტიკაა, რუსები ცდილობენ ელექტროენერგია სრულად გათიშონ. ამერიკამ უნდა გაიგოს, რომ სანქციების შემსუბუქების ან დათმობის საპასუხოდ რუსეთი უკან არ დაიხევს.

პირიქით, ფულის შოვნის შესაძლებლობის შესახებ თითოეულ სიგნალს ისინი აღიქვამენ ისე, თითქოს ომზე ფსონის დადება მუშაობს და ბრძოლის გაგრძელება შესაძლებელია. სწორედ რუსეთის ამ პოზიციის გამო გრძელდება ომი და არა იმის გამო, რომ უკრაინა სამართლიანად იცავს თავის თავს. სწორედ რუსეთზეა საჭირო ზეწოლა, რათა მშვიდობას შანსი ჰქონდეს. მადლობა ყველას, ვისაც ეს ესმის და გვეხმარება”,- წერს ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშინინო ხუციშვილი: სოფელ შილდაში მომხდარი ინციდენტის გამო, ყვარლის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილ დაზარალებულებს, პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი საფრანგეთზე: რასაც ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის