27.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ზელენსკი: მარკ რუტესთან ერთად კიევში ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები იმყოფებიან

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკის ინფორმაციით, მარკ რუტესთან ერთად კიევში ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები იმყოფებიან.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, კიევში ვიზიტით მყოფი ნატო-ს დელეგაციის შემადგენლობაში ალიანსის გენერალური მდივანი მარკ რუტე, ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ჯუზეპე კავო დრაგონე და ალიანსის 32-ვე ქვეყნის წარმომადგენლები შედიან.

ზელენსკიმ მარკ რუტესთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ ომში დაღუპულ უკრაინელ მებრძოლთა ხსოვნის მემორიალი მოინახულა.

„ვაფასებთ ალიანსის წარმომადგენლების მხრიდან პატივისცემის ამ ნიშანს ჩვენი მეომრების მიმართ, რომლებიც ჩვენს ქვეყანასა და მთლიანად ევროპას რუსული ბოროტებისგან იცავდნენ“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშისამხარაძე სახელმწიფო დეპარტამენტთან შეხვედრაზე: პარტნიორობა ურთიერთსასარგებლო უნდა იყოს
შემდეგი სტატიაპროკურატურამ სამეგრელოში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა