15.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
banner

ზელენსკი: მადლობა ტრამპს – მშვიდობა ძალის მეშვეობით მოდის

„როდესაც ლინდსი გრემი აქ, უკრაინაში, იმყოფებოდა, ის ყოველთვის საუბრობდა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, არ შევამსუბუქოთ ზეწოლა რუსეთზე, გავაძლიეროთ სანქციები და ვეძებოთ მშვიდობისკენ მიმავალი გზა. განსაკუთრებით იმ დედაქალაქებში, სადაც იღებენ გადაწყვეტილებებს რუსული ნავთობის შესყიდვაზე, რუსეთისთვის ფინანსური მომსახურების გაწევაზე და პუტინთან და ომთან დაკავშირებული რუსული კომპანიებისთვის სხვა ქვეყნებში ჩვეულებრივ ბიზნესურთიერთობებში ჩართვის შესაძლებლობის მიცემაზე.

სენატორ გრემს არც ერთი წამით არ შეპარვია ეჭვი, რომ ამერიკას აქვს საკმარისი ძალა დიქტატორებთან დასაპირისპირებლად და შედეგების მისაღწევად, თუ ის იმოქმედებს სწორი გზით.
მადლობას ვუხდი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამ უმნიშვნელოვანესი კანონის ხელმოწერისთვის.
მადლობას ვუხდი ყველა სენატორსა და წარმომადგენელთა პალატის წევრს, რომლებმაც მას მხარი დაუჭირეს.
ლინდსის ხსოვნის პატივისცემის საუკეთესო გზა იქნება ამ კანონის დებულებების სრულად და რაც შეიძლება სწრაფად განხორციელება. ხოლო საუკეთესო ჯილდო ყველასთვის, ვინც გვეხმარება რუსეთზე ზეწოლის განხორციელებაში ომის დასასრულებლად, იქნება მშვიდობა. მშვიდობა – და დასასრული ყველა იმ პრობლემისა და გამოწვევისა, რომელიც ამ ომმა მოიტანა.
მშვიდობა ძალის მეშვეობით მოდის. სიმშვიდე უსაფრთხოების წყალობით დგება. ხოლო უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია სიმტკიცეა.
მადლობა ყველას, ვინც მტკიცედ იცავს სიცოცხლეს! მადლობა ყველას, ვინც უკრაინის გვერდით დგას! ამერიკავ, გმადლობ!“— წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების მიზნით შემუშავებულ კანონპროექტს, რომლის ინიციატორი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი იყო.

banner
წინა სტატიაშირუსეთის ცესკო: მოსკოვის ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე კიბერშეტევა განხორციელდა
შემდეგი სტატიარა ხდება კახეთიდან თბილისში შემომავალ გზაზე? — სოციალურ ქსელში ვიდეოკადრები ვრცელდება