ზელენსკი – მადლიერი ვარ პრემიერ-მინისტრ სტარმერის, რომ კიდევ ერთხელ დაადასტურა დიდი ბრიტანეთის პრინციპული და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალური ქსელში წერს.

ზელენსკის თქმით, მან სტარმერს პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა ბრიტანელი ხალხის მოლოდინის გამართლებაში.

„მადლიერი ვარ პრემიერ-მინისტრ სტარმერის, რომ კიდევ ერთხელ დაადასტურა დიდი ბრიტანეთის პრინციპული და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

ამასთან, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზეც ისაუბრეს.

„განვიხილეთ ჩვენი პარტნიორობის გაძლიერების გზები, მათ შორის უპრეცედენტო 100-წლიანი პარტნიორობის შეთანხმების მომზადება უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის“, – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიავიაკატასტროფაში დაღუპულ პილოტს, კახაბერ ზურაბაშვილს, დღეს დაკრძალავენ
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში,32 წლის წინ, 6 ივლისს მასშტაბური ბრძოლა გაიმართა ეროვნული გვარდიის გამსახურდიას მომხრე ნაწილებსა და მხედრიონს შორის