ზელენსკი ლონდონში ევროპელ ლიდერებს ორშაბათს შეხვდება

ვოლოდიმირ ზელენსკი 8 დეკემბერს ლონდონში ევროპელ ლიდერებს შეხვდება, – ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

ორშაბათს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ლონდონში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, გერმანიის კანცლერს ფრიდრიხ მერცსა და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს უმასპინძლებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერები აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ ფლორიდაში მიმდინარე მოლაპარაკებებს განიხილავენ.

banner
წინა სტატიაში“თუ გამხსნელად ტრიქროლეთილენი გამოიყენეს, ეს ამძიმებს ყველაფერს” – ნარკოლოგი სუს–ის განცხადებაზე
შემდეგი სტატია“სუს-ის გამოძიება არის აბდაუბდა” – სალომე ზურაბიშვილი