ზელენსკი: „ლენდ ლიზის“ კანონის დღევანდელი ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს „ლენდ ლიზის“ აქტის ხელმოწერისთვის მადლობას უხდის.

როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში წერს, ეს არის ისტორიული ნაბიჯი.

„მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის და ამერიკელი ხალხის უკრაინის მხარდაჭერისთვის ჩვენი თავისუფლებისთვის და მომავლისთვის ბრძოლაში. „ლენდ ლიზის“ კანონის დღევანდელი ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კვლავ ერთად გავიმარჯვებთ. ჩვენ დავიცავთ დემოკრატიას უკრაინასა და ევროპაში როგორც 77 წლის წინ“, – წერს პრეზიდენტი ზელენსკი.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის დემოკრატიის დაცვის ე.წ. ლენდ ლიზის აქტს ხელი მოაწერა. „ლენდ ლიზის“ პროგრამა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების პროცესს გაამარტივებს.

banner
წინა სტატიაშიჯო ბაიდენი: სისასტიკე, რომელშიც მონაწილეობენ რუსები, ყოველგვარ ზღვარს სცდება
შემდეგი სტატია“1941-ში ჩერჩილმა აშშ Lend-Lease-ის აუცილებლობაში დაარწმუნა, 2022-ში იგივე გააკეთა ზელენსკიმ”- რეზნიკოვი