26.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 11, 2026
banner

ზელენსკი: კრივი-რიჰში სავაჭრო ცენტრზე დარტყმის შემდეგ სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

ამჟამად კრივი-რიჰში სავაჭრო ცენტრზე დარტყმის შემდეგ სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს,- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

,,ჩართულია ყველა საჭირო ძალა. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი დაზარალდა. განხორციელდა რამდენიმე რუსული დრონის დარტყმა. მიზანმიმართული, მზაკვრული. მიყოლებით. ამ დროისთვის ცნობილია უკვე 14 დაღუპულის შესახებ. ჩემი თანაგრძნობა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. 100-ზე მეტი ადამიანია დაჭრილი. ცნობილია, რომ მათ შორის 11 ბავშვია. აზუსტებენ ინფორმაციას ყველას შესახებ, ვინც, შესაძლოა, ამ სავაჭრო ცენტრში იმყოფებოდა. რუსების აბსოლუტური მხეცობა. უბრალოდ პირუტყვები. მათ აუცილებლად ვუპასუხებთ.

მნიშვნელოვანია, რომ იყოს ყველაფერი სიცოცხლის დასაცავად. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო არ დუმდეს ამ ყველაფერზე. ამ რუსულ ომს წერტილი უნდა დაესვას და საჭიროა, რომ მსოფლიო დაგვეხმაროს ამაში. მადლობა მათ, ვინც უკრაინის გვერდითაა. მადლობას ვუხდით თითოეულს, ვინც ახლა ეხმარება ადამიანებს როგორც კრივი-რიჰში, იქვე, ადგილზე, ისე ჩვენს სხვა ქალაქებში. მარადიული ხსოვნა რუსული ტერორის შედეგად დაღუპულ ყველა ადამიანს”,- ამბობს ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშიჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამა შეჩერდა
შემდეგი სტატიამარნეულში კაცმა 3 ადამიანი დაჭრა