უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს ირაკლი კობახიძესრან შეხვედრის შესახებ.
“შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. ჩვენს სახელმწიფოებს შორის ნამდვილად არსებობს ღია საკითხები. მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი ყველა დონეზე წარიმართოს.
უკრაინა ყოველთვის სცემდა და სცემს პატივს საქართველოს, მის სუვერენიტეტსა და ხალხს. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ურთიერთთანამშრომლობას”,_ წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.
ერევანში მიმდინარე სამიტის ფარგლებში დღეს ზელენსკისა და კობახიძეს შორის კომუნიკაცია შედგა. კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეხვედრა უკრაინის ინიციატივით მოხდა.
მოგვიანებით კი თქვა, რომ შეხვედრა მეგობრული და საინტერესო იყო, თუმცა დეტალებზე ვერ ისაუბრებდა.














