„კიშინიოვის აეროპორტში, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მიმავალ გზაზე, ვესაუბრე მის ყოვლადუწმინდესობას, მსოფლიო პატრიარქ ბართლომესოსს,- წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში
,,მადლობელი ვარ მისი ყოვლადუწმინდესობის მხარდაჭერისა და აბსოლუტურად მკაფიო მორალური პოზიციისთვის: კიევ-პეჩერის ლავრაზე, რომელიც არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ზოგადად მართლმადიდებლური სამყაროს წმინდა ადგილია, რუსეთის მიერ დრონებით განხორციელებული დარტყმები ბარბაროსობაა, რასაც გამართლება არ აქვს. პატრიარქ ბართლომეოსთან ერთად ასევე განვიხილეთ პირისპირ შეხვედრების შესაძლო ფორმატები.
მისი ყოვლადუწმინდესობა უკრაინაში მოვიწვიე. მადლობას ვუხდი მას უკრაინისთვისა და ჩვენი ხალხისთვის ლოცვისთვის.“ – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
რუსებმა უკრაინაში კიევ-პეჩერის ლავრა დაბომბეს. დაიღუპა 4 და დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი. ადგილზე მივიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელმაც ჟურნალისტებს უთხრა: „ჩვენ ვიტყვით ჩვენს სათქმელს
















