7.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

ზელენსკი: კიევში რეაქტიული დრონებისგან დასაცავად 12-ზე მეტი კოშკურა დამონტაჟდა

კიევში რეაქტიული დრონებისგან თავის დასაცავად 12-ზე მეტი კოშკურა უკვე დამონტაჟებულია, კიდევ რვის დამონტაჟება კი კიევის ოლქში იგეგმება,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც რეაქტიული დრონებისგან თავდაცვას ეხებოდა და განაცხადა, რომ დედაქალაქში ავტომატური საბრძოლო მოდულების დამონტაჟება უკვე დაწყებულია.

“დავიწყეთ კოშკურების დამონტაჟება. დედაქალაქში უკვე დამონტაჟებულია 12-ზე მეტი კოშკურა, ახლა კიევის ოლქში დამატებით რვა “ორმოცდაათიანი” კოშკურა დამონტაჟდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინული მედია განმარტავს, რომ საუბარია 50 კალიბრიანი ტყვიამფრქვევებისთვის განკუთვნილ ავტომატურ საბრძოლო მოდულებზე.

banner
წინა სტატიაშითბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო
შემდეგი სტატიამოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლი ელენა წერეთელი და მათი 19 წლის შვილი, დარია მოკლეს