ზელენსკი კიევში გერმანიისა და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა​

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში გერმანიისა და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. ზელენსკიმ მათ უკრაინაში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

“მნიშვნელოვანი შეხვედრა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანალენა ბაერბოკისთან და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრთან ვოპკე ჰოექსტრასთან. თქვენი ქვეყნების მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია. მადლობა, რომ უკრაინელ ხალხის მიმართ სოლიდარული ხართ”, – დაწერა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად რევაზ ჯაველიძე დაინიშნა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ადმინისტრაცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს