უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის საქალაქო ხელისუფლება რუსეთის აგრესიის პირობებში მდგრადობის გეგმების დანერგვისთვის აუცილებელი ზომების სრულ შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.
ზელენსკის თქმით, ომის პირობებში სამუშაოების გაჭიანურება აბსოლუტურად დაუშვებელია, ხოლო პასუხისმგებლობა პირად ხასიათს ატარებს:
„მოვისმინე ანგარიში მდგრადობის უზრუნველყოფის გეგმების შესრულების ვადების შესახებ, განსაკუთრებით კი კიევის ოლქსა და სხვა რეგიონებში. სამუშაოების გაჭიანურება აბსოლუტურად დაუშვებელია, ხოლო ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საოლქო ადმინისტრაციების პასუხისმგებლობა პირად ხასიათს ატარებს. ცალკე განისაზღვრა კიევთან დაკავშირებული ამოცანები, ქალაქის ხელისუფლების მიერ აუცილებელი ზომების თითქმის სრულად შეუსრულებლობის გამო“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის საარტილერიო და სარაკეტო დარტყმების შედეგად სერიოზულად დაზიანდა ელექტროქსელი და ელექტროენერგიის გადამცემი ინფრასტრუქტურის ობიექტები. ამჟამად აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ პარტნიორებთან ენერგეტიკული აღჭურვილობისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მოწოდების მოთხოვნები განაახლა. შესაბამის შეტყობინებებს საგარეო საქმეთა სამინისტრო და პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკვე ამზადებენ.

















