17.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
banner

ზელენსკი: ყველაზე მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ აქტიური მუშაობა დიპლომატიის გასაგრძელებლად

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან მოლაპარაკებების დეტალები შეაფასა.

ზელენსკის თქმით, ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში, ევროპელ პარტნიორებთან (E3 – საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, გერმანია) ერთადაც გაგრძელდა.

„მოლაპარაკებების სამი რაუნდი ჩავატარეთ. ასევე შემოგვიერთდნენ E3-ის წარმომადგენლები — საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო და გერმანია. გუშინ, ასევე მქონდა ცალკე პირისპირ შეხვედრა სტივთან და ჯარედთან, რათა დღის შედეგები განგვეხილა. ყველაზე მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ აქტიური მუშაობა დიპლომატიის გასაგრძელებლად“, — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, შეხვედრების მთავარი თემა ზამთრის წინ უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და საჰაერო თავდაცვის საჭიროებები იყო:

„გვქონდა არსებითი დისკუსიები ჩვენი საჰაერო თავდაცვის საჭიროებებზე, შესაბამის ტექნოლოგიურ თანამშრომლობაზე და ჩვენთვის საჭირო ზამთრის პაკეტზე. ჩვენმა პარტნიორებმა იციან, რამ შეიძლება გამოიღოს ნაყოფი და რამ უნდა გამოიღოს ნაყოფი ზამთრის წინ.

კოორდინაციას ვუწევთ ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს. ვამზადებთ შემდეგ შეხვედრებსა და კომუნიკაციებს. უკრაინის წინადადებები კონსტრუქციულია და ყოველთვის ასე იქნება“, — აღნიშნა ზელენსკიმ.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში ჩასვლამდე მოსკოვში იმყოფებოდნენ, სადაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის თავდაცვის ძალებმა ანექსირებულ ყირიმში სარკინიგზო ხიდზე იერიში მიიტანეს
შემდეგი სტატიაეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა — შეიცვალა თუ არა უცხოური ვალუტის ფასი