ზელენსკი – ყველა შესაძლო სცენარს ვაანალიზებთ და 2024 წელი ჩვენი, უკრაინული სცენარი უნდა იყოს

ყველა შესაძლო სცენარს ვაანალიზებთ და 2024 წელი ჩვენი, უკრაინული სცენარი უნდა იყოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, იქნება კონკრეტული ოპერაციები ძალიან კონკრეტული დასაბუთებით, რომელიც ასევე მისცემს უკრაინას ძალიან კონკრეტულ შედეგებს.

„ყველაფერი, რაც ჩვენს სახელმწიფოს სჭირდება. კერძოდ, ეს ეხება მობილიზაციის საკითხებს. საუბარი არაა მხოლოდ მათზე, ვისი მობილიზებაც შესაძლებელია, საუბარია ვადებზე ყველასთვის, ვინც ამჟამად სამხედროა და მათთვის, ვინც შეუერთდება ჯარს. ეს კომპლექსური საკითხებია, რომელიც უნდა შეიმუშაოს სამხედრო ხელმძღვანელობამ და თავდაცვის სამინისტრომ და რომელიც დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს შტაბს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშისუს-ი – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პოზიტიურად აფასებს საქართველოს შესაძლებლობებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში
შემდეგი სტატიაჯაფარიძე – ხვალ ჩავდივართ კირბალში, მინდა მივმართო სამართალდამცავებს, უზრუნველყონ როგორც მედ პერსონალის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური უსაფრთხოება