23.5 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ზელენსკი: ყოველი ქარხნის შესახებ ვიცით ბელარუსში, რომელიც რუსეთისთვის მუშაობს

ყოველი ქარხნის შესახებ ვიცით ბელარუსში, რომელიც რუსეთისთვისა და ომისთვის მუშაობს, – ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„უკრაინაში ოთხი მსგავსი რეტრანსლატორის შესახებ ვიცით – სწორედ [ბელარუსის] გომელისა და ბრესტის ოლქებში. სწორედ ასეთი აღჭურვილობის წყალობით დარტყმები ხორციელდებოდა ჟიტომირის, რივნეს, ვოლინის ოლქებზე, ჩვენს ენერგეტიკაზე, ჩვენს რკინიგზაზე – ჩვეულებრივ ქალაქებზე, ჩვენს სოფლებზე. ბელარუსს აქვს დრო, რომ ამ აღჭურვილობის დემონტაჟი მოახდინოს.ამას გარდა, ყოველი ქარხნის შესახებ ვიცით ბელარუსში, რომელიც რუსეთისთვისა და ამ ომისთვის მუშაობს. ყოველი ქარხანა, რომელიც კომპონენტებს აწვდის რუსული იარაღისთვის – ჯავშანტექტინიკისთვის, სარაკეტო სისტემებისთვის – და ასევე ქარხანა, რომელიც რუსეთს საწვავს აწვდის ომისთვის, – ეს ყველაფერი ბელარუსს ომში ითრევს,” – განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინას ეს ყველაფერი არ სურს და მათ ბელარუსის “ფაქტობრივი ხელმძღვანელობა” გააფრთხილეს, რომელიც შესაბამის მოვლენებზე ახდენს გავლენას.

,,სამწუხაროდ, ეს რუსეთს ზეწოლისადმი ადაპტირებაში ეხმარება და მშვიდობას არ აახლოებს. პირიქით უნდა იყოს: მშვიდობა უნდა ახლოვდებოდეს, და ბელარუსმა უნდა აკეთოს ის, რასაც მისი ფაქტობრივი ხელისუფლება ამბობს არაფორმალური არხებით, რათა ჩვენ უკრაინაში ნამდვილად დავინახოთ, რომ ბელარუსი ნამდვილად ამ ომის წინააღმდეგია. საჭიროა ამ ომის დასრულება. მშვიდობა საჭიროა,” – განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიფილარმონიიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მარში იმართება
შემდეგი სტატიაუკრაინის მეორე პრეზიდენტი, ლეონიდ კუჩმა პოლონეთის თეთრი არწივის ორდენზე უარს ამბობს