უკრაინის პრეზიდენტი ტრამპის წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელით ავრცელებს და წერს, რომ შედგა კარგი საუბარი, ბევრი დეტალებით. ზელენსკი აღნიშნავს, რომ ის მადლობელია შეერთებული შტატების მთელი ომის განმავლობაში აღმოჩენილი დახმარებისთვის:
“ჩვენთვის და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის მნიშვნელოვანია ამერიკის ძალა იგრძნოს.
ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და ჩვენი ყველა პატიმრის დაბრუნების გზა, ასევე უსაფრთხოების ეფექტური გარანტიები.
უკრაინა ამ ომის პირველი წამიდან ეძებს მშვიდობას და ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავხადოთ მშვიდობა საიმედო და გრძელვადიანი, რათა რუსეთი აღარასოდეს დაბრუნდეს ომით.
უკრაინა მზადაა აშშ-ის პრეზიდენტთან ინვესტიციებისა და უსაფრთხოების შესახებ ძლიერი, ნამდვილად სასარგებლო შეთანხმებისთვის.
ჩვენ შემოგთავაზეთ ყველაზე სწრაფი და კონსტრუქციული გზა შედეგის მისაღწევად. ჩვენი გუნდი მზადაა 24/7-ზე მუშაობისთვის.
წარმატება აერთიანებს. მსოფლიოში ყველას სჭირდება წარმატება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში.
მადლობა გენერალ კელოგს მნიშვნელოვანი შედეგების მისაღწევად ერთად მუშაობისთვის.” წერს უკრაინის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, ამერიკული მხარის მოთხოვნით, უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელთან კიტ კელოგისთან შეხვედრის შემდეგ, მედიისთვის პრესკონფერენცია არ ჩატარდა.