რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი ისტერიკაში ჩავარდა და რაციონალურად მოქმედება არ შეუძლია.
“ზელენსკი, ბუნებრივია, ისტერიკულ მდგომარეობაშია და, ნაკლებად სავარაუდოდ, ახლა გააზრებული მოქმედება შეეძლოს. მას რომ გააზრებული მოქმედება შეეძლოს, მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოავლენდა”, – აღნიშნა პესკოვმა.
მისი თქმით, ამის ნაცვლად უკრაინის პრეზიდენტი მოითხოვს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, შორი მოქმედების იარაღს და Starlink-ზე წვდომას რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის. პესკოვის მტკიცებით, მოსკოვის წინააღმდეგ ზელენსკის “აგრესია” ტრაგიკული შეცდომაა.
“რუსეთთან ასე მოქცევა არ შეიძლება. ისინი, ვინც ასე ექცევიან რუსეთს, ფასს იხდიან. ახლა ფასს უკრაინა იხდის”, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

















