24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ინფორმაციას ავრცელებს, სადაც წერს, რომ გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა.

„ჩვენ ყველაფერს დეტალურად ვაფიქსირებთ და სიტუაციას ვაკონტროლებთ. საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ“, – აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინა მზადაა საკუთარი ხალხისა და სუვერენიტეტის დასაცავად.

„ყველამ, ვინც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ მოქმედებებშია ჩაბმული, ეს უნდა გაიგოს“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაში„გუდვილი“ ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიის დასკვნას ეხმაურება
შემდეგი სტატია„დეილი ჯგუფი“: ფასების საკითხის გადაწყვეტა ეფექტურად შესაძლებელია არა ბაზრის მექანიზმებში უხეში ჩარევით, არამედ კონკურენციის გაძლიერებით