19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
banner

ზელენსკი: ევროპას მეტი დაცვა სჭირდება ბალისტიკისგან

„ევროპას მეტი დაცვა სჭირდება ბალისტიკისგან,– ამის შესახებ ანტიბალისტიკური კოალიციის სხდომის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა.

,,ერთად ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ასეთი სისტემა. უკრაინა მზად არის უზრუნველყოს თავისი ნაწილი – ანტიბალისტიკური რაკეტა. ახლა ჩვენ ვასრულებთ მასზე მუშაობას. მნიშვნელოვანია პოლიტიკურად დადასტურდეს, რომ FREYJA – ეს არის ჩვენი ერთობლივი პროექტი მთელი ევროპის ინტერესებში.

დღევანდელი შეხვედრა შეიძლება – და უნდა კიდეც – გახდეს ისტორიული. ევროპას სჭირდება მეტი ანტიბალისტიკა – ძლიერი, საიმედო და სხვა სისტემებზე იაფი. ერთად ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ასეთი სისტემა და რაკეტა-გადამჭერები მისთვის. მას ერქმევა FREYJA და მე მადლობელი ვარ, რომ ეს სამუშაო დაიწყო.

მნიშვნელოვანია, რომ დღეს აქ წარმოდგენილნი არიან ევროპელები, რომლებსაც აქვთ ასეთი ანტიბალისტიკური იარაღის წარმოების შესაძლებლობები: უკრაინა, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, ნორვეგია, დანია, შვედეთი, ნიდერლანდები, ესპანეთი, NATO-ს ხელმძღვანელობა და ევროკავშირი. ჩვენ ასევე მოხარულნი ვიქნებით სხვების მიღებითაც”- განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიპუტინი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
შემდეგი სტატიაანა ბუჩუკური: რაც ლევან იოსელიანს ავიწყდება ხოლმე ისაა, რომ ის არის საქართველოს სახალხო დამცველი