13.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 19, 2026
banner

ზელენსკი: ევროკავშირი გვჭირდება და ევროკავშირს ნამდვილად სჭირდება უკრაინა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კვიპროსში ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრების შემდეგ სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირი სჭირდებათ და ევროკავშირს ნამდვილად სჭირდება უკრაინა.

„ძალიან პროდუქტიული შეხვედრები გვქონდა კვიპროსში. მნიშვნელოვანია მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს – სამ ევროპულ ქვეყანას, რომლებმაც PURL ინიციატივაში ახალი წვლილები დააანონსა. ეს არსებითი მნიშვნელობისაა უკრაინისთვის…

ფინანსური დახმარების პაკეტი განიბლოკა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დამტკიცდა. ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია [ევროკავშირში გაწევრიანების] მოლაპარაკების პირველი კლასტერის გახსნა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გეგმის შესაბამისად მივდივართ, წინა ბლოკირებების მიუხედავად. 2026 წელს საუბრები მქონდა პარტნიორებთან კლასტერების გახსნაზე. ყველაფერს გავაკეთებთ მომავალ თვეებში ამის მისაღწევად, ახალი გამოწვევები თუ არ გამოჩნდება.

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფ ან სხვა დაჩქარებულ პროცედურებს რაც შეეხება, ევროკავშირში სხვადასხვა აზრებია. ერთი რამ, რაზეც ყველა თანხმდება ისაა, რომ უკრაინამ ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს.

მეორე საერთო პოზიცია იმაშია, რომ უკრაინა სრულად იმსახურებს ამას.

მესამე, ისტორიაში მომენტს მივაღწიეთ, ევროპის გეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების ვითარებას, როდესაც ევროკავშირი გვჭირდება – და ევროკავშირს ნამდვილად სჭირდება უკრაინა. შესაბამისად, ყველამ უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. არა მხოლოდ უკრაინამ თავის მხრივ, არამედ ევროპულმა ქვეყნებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა დააჩქარონ უკრაინის გაწევრიანება,” – წერს ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშითბილისში ახალგაზრდა ბიჭი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიააბას არაღჩიმ ისლამაბადი აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის გარეშე დატოვა