ზელენსკი: ეტაპობრივად აღვადგენთ სამართლიანობას ჩვენს ყირიმთან მიმართებითაც

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე რეაქცია სუსტი და არასაკმარისად პრინციპული იყო, რის შედეგადაც რუსეთის აგრესია დღევანდელ მასშტაბებამდე გაიზარდა. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის ლიდერმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაკრონი ყირიმის პლატფორმის ონლაინსამიტზე მიიწვია, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიმართება.

„გასულ წელს ჩვენ შევქმენით ყირიმის პლატფორმა და ვავითარებთ ამ ფორმატს, რუსეთის ყველა მუქარისა და საგრძნობი დიპლომატიური წინააღმდეგობის მიუხედავად. წლების განმავლობაში ოკუპაციის შედეგად, რუსეთმა ყირიმი დიდ სამხედრო-საპატიმრო ბანაკად აქცია და მისი მსხვერპლი ათობით ათასი ადამიანი გახდა. ყირიმი იქცა პლაცდარმად ჩვენი ქვეყნის თავისუფალ ტერიტორიაზე დარტყმებისთვის. ყირიმის ოკუპაციაზე 2014 წელს და შემდგომ წლებში სუსტი და არასაკმარისად პრინციპული პოზიცია გახდა ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ რუსეთის აგრესია ამ მასშტაბებამდე გაიზარდა. ეტაპობრივად აღვადგენთ სამართლიანობას ჩვენს ყირიმთან მიმართებითაც“, – განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიოლექსი რეზნიკოვი: “Long Hand-ის ოჯახის მესამე ძმა – MLRS MARS II გერმანიიდან – უკრაინაში ჩავიდა”
შემდეგი სტატიავაშინგტონში, რუსეთის საელჩოს თანამშრომელმა ორი პატარა გოგონას მიტანილი მზესუმზირა პროტესტის ნიშნად გაანადგურა