19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

ზელენსკი ენერგოობიექტებზე დარტყმების შეჩერებისთვის პარტნიორებისგან გარანტიებს ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კიევი მზადაა, რუსეთთან ენერგეტიკული და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმები ორმხრივად შეაჩეროს. თუმცა, მისი თქმით, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მოსკოვი პირობას რეალურად და ხანგრძლივად შეასრულებს, ხოლო დასავლელი პარტნიორები შეთანხმების შესრულების გარანტიას აიღებენ.

ზელენსკის თქმით, უკრაინას რუსეთის ნდობა არ აქვს და შიშობს, რომ მოსკოვმა შეთანხმება შესაძლოა საკუთარ „არჩევნებამდე“ საწვავზე (ბენზინსა და დიზელზე) ზეწოლის შესამსუბუქებლად გამოიყენოს.

რუსეთის ყოველდღიური დარტყმების სამიზნე ხდება ენერგეტიკა, საპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, ასევე სურსათისა და მედიკამენტების საწყობები.

თუ პარტნიორები უზრუნველყოფენ, რომ რუსეთი თავს შეიკავებს ელექტროსისტემასა და საკვების მიწოდების მარშრუტებზე თავდასხმისგან, უკრაინაც საპასუხოდ შეაჩერებს დარტყმებს.

კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტა შესაძლოა მშვიდობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი გახდეს.

ამ განცხადებამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ მხარეები ენერგოობიექტებზე დარტყმების შეწყვეტაზე უკვე „დათანხმდნენ“.

„უკრაინა დათანხმდა, რომ რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს არ დაარტყამს. რუსეთიც დათანხმდა, რომ იმავეს გააკეთებს! მსოფლიოში დიზელის ფასის ზრდა ძირითადად რუსეთ-უკრაინის ომით არის გამოწვეული და არა ირანით“, — აღნიშნა ტრამპმა.

მანამდე, 13 სექტემბერს, ტრამპმა ოფიციალურად მოუწოდა უკრაინასა და პრეზიდენტ ზელენსკის, შეეწყვიტათ იერიშები რუსეთის ენერგოინფრასტრუქტურაზე.

banner
წინა სტატიაშიესპანეთში ყოფილი რუსი სამხედრო დააკავეს — ამოღებულია 5 მილიონი ევროს ღირებულების იარაღი
შემდეგი სტატიავის გაუუქმდება ქონების გადასახადი – უმრავლესობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს