9.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

ზელენსკი: “ენერგეტიკული ზავის” შესახებ ინფორმაცია ჩემთვის სიახლეა, თუ რუსები დათანხმდებიან, უკრაინაც თანახმაა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინიციატივას ეხმაურება და აცხადებს, რომ კიევი მზად არის დაეთანხმოს „ენერგეტიკულ ზავს“, თუ შესაბამის ვალდებულებას მოსკოვიც აიღებს.

Axios-ის ჟურნალისტ ბარაკ რავიდთან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მისთვის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია სიახლე იყო, თუმცა უკრაინული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს:

„ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება ჩემთვის სიახლეა. მაგრამ თუ რუსები ენერგეტიკულ ზავზე თანახმა არიან, უკრაინაც დათანხმდება. თუ პრეზიდენტმა ტრამპმა ეს პუტინთან შეათანხმა, გთხოვთ, გვითხრათ, როდის იწყება ცეცხლის შეწყვეტა. ჩვენ მზად ვართ და დავთანხმდებით“, — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მანამდე დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია:

„ამ მომენტიდან რუსეთსა და უკრაინას შორის ომში „ენერგეტიკული ზავი“ მოქმედებს. ამაზე ორივე მხარე შეთანხმდა. არ დაარღვიოთ! გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის“, — აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საგარეო უწყება თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებსა და ე.წ. საზღვრების დემარკაციას ითხოვს
შემდეგი სტატიაავარია კახეთის გზატკეცილზე: ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა- დაშავებულებს შორის არასრულწლოვნები არიან