29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ზელენსკი ემანუელ მაკრონთან საუბრის შემდეგ: საფრანგეთი მხარს უჭერს უკრაინას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ემანუელ მაკრონთან კარგი და შინაარსიანი საუბარი მქონდა.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს უკრაინულ ქალაქებზე რუსეთის დარტყმების „პრინციპული დაგმობისთვის“ მადლობა გადაუხადა.

„ეს თავდასხმები ნათლად აჩვენებს, თუ რას წარმოადგენს რუსეთი და რატომ გვჭირდება კოლექტიური თავდაცვის გაძლიერება. საფრანგეთი ანტიბალისტიკური შესაძლებლობების განვითარებაზე მუშაობისთვის მზადაა“, – წერს ზელენსკი.

მისი თქმით, მაკრონთან ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით მოლაპარაკებების კლასტერების გახსნის საკითხიც განიხილა.

„საფრანგეთი მხარს უჭერს უკრაინას და ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ნაბიჯი უკრაინელებისთვის. ასევე, ემანუელმა აფრიკაში მისი ვიზიტის შესახებ მაცნობა. განვიხილეთ ამ მიმართულებით თანამშრომლობის საკითხი, რადგან ეს უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშითურქეთის ქალაქ სამსუნში დრონი ჩამოვარდა
შემდეგი სტატიაირანი: ჰორმუზის სრუტეში გადაადგილება მხოლოდ ირანთან თანაშრომლობისა და გადასახადის გადახდის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი