ზელენსკი – ემანუელ მაკრონმა უკრაინის სუვერენიტეტის დათმობა შემომთავაზა, რათა პუტინს სახე შეენარჩუნებინა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის სუვერენიტეტის დათმობა შემომთავაზა, რომ პუტინს სახე შეენარჩუნებინა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ერთ დროს მსოფლიო ლიდერებმა ჰიტლერს „მსოფლიოს ახალ დაყოფაზე დაფიქრების საშუალება მისცეს“ და მსგავსი რამ მრავალი წლის განმავლობაში ხდებოდა, როცა ევროპა პუტინთან და რუსეთის ფედერაციასთან მიდგომას ეძებდა.

„ჩვენ არ უნდა ვეძებოთ გამოსავალი რუსეთისთვის და ბატონი მაკრონი ამას ტყუილად აკეთებს. მჯერა, მას აქვს შესანიშნავი გამოცდილება, რომ ვიდრე თავად რუსეთს არ მოუნდება, არაფრის გაკეთებას არ მოისურვებს. მას სურდა გარკვეული შედეგები მიეღო შუამავლობაში, ვერ იპოვა და არა ჩვენი მხრიდან, არამედ რუსეთისგან. მეჩვენება, რომ ეს არ არის კორექტული. ჩვენ მზად არ ვართ, ვინმესთვის რაღაც გადავარჩინოთ და ამის გამო ტერიტორიები დავკარგოთ. ეს არის დაკარგული დრო“, – განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტები მთელი ღამე ბომბავდნენ “აზოვსტალს”, ახლა კი ქარხანაზე შტურმი დაიწყეს – პალამარი
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი – საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი შეტანილი აქვს და ეს უკრაინელების ყოველდღიური ბრძოლის დამსახურებაა, ამისთვის შეგვიძლია მადლიერება გამოვთქვათ