„დროა, ეს ომი დასრულდეს, თუმცა რუსეთის ლიდერს ომის გაგრძელება სურს. სწორედ ამიტომ მუშაობს ამ აგრესიის საპასუხოდ უკრაინის მიერ დაწესებული სანქციები [დრონებით თავდასხმები]. გასულ ღამეს ჩვენმა დრონებმა პეტერბურგის რეგიონამდე დაახლოებით 1000 კილომეტრის მანძილი დაფარეს — მტრის სამხედრო-საზღვაო ფლოტის არსენალებამდე და კრონშტადტის ბაზამდე. ასევე, ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა სანქციებმა დაახლოებით 500 კილომეტრი გაიარეს კრასნოდარის მხარემდე და ნავთობბაზას დაარტყეს. ეს არის უკრაინის შეიარაღებული ძალების, უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო დაზვერვის მეომრების ერთობლივი მუშაობის მნიშვნელოვანი შედეგები. რუსეთმა უნდა დაასრულოს თავისი ომი და შეწყვიტოს თავდასხმები ადამიანების სიცოცხლეზე. უკრაინის წინააღმდეგ უსამართლობის ნებისმიერ გამოვლინებას სამართლიანი პასუხი გაეცემა. მადლობა ჩვენს მეომრებს სიზუსტისთვის”,_ წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.


















