ზელენსკი – დონალდ ტრამპთან მუშაობა შრომატევადი იქნება, მაგრამ ჩვენ შრომისმოყვარეები ვართ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მთელმა მსოფლიომ უნდა მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რათა დაარწმუნოს იგი დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და ომის დასრულება განიხილოს.

„ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ტერიტორიის ძალით დაბრუნება მოხდება. ვფიქრობ, დიპლომატიის ძალას შეუძლია დახმარების გაწევა“, – განაცხადა ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში და დასძინა, რომ ბრძოლის ველზე სუსტი რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინას უფრო ძლიერ პოზიციაში დააყენებს.

„ვფიქრობ, რუსეთზე ზეწოლით შესაძლებელია დიპლომატიურ მოგვარებაზე შეთანხმება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამავე ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მზადაა იმუშაოს ნებისმიერთან, ვინც აშშ-ში ხელისუფლებაში იქნება.

“მასთან მუშაობა შრომატევადი იქნება, მაგრამ ჩვენ შრომისმოყვარეები ვართ. შესაძლოა, მას მართლა არ ესმის, რა ხდება უკრაინაში, ამიტომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ შეერთებულ შტატებთან “, – აღნიშნა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიტრამპის განცხადებით, არალეგალური მიგრაციის კრიზისს ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი დეპორტაციის ოპერაციით მოაგვარებს
შემდეგი სტატიაUEFA-ს პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს – თქვენ მსოფლიოს აჩვენეთ, რომ ანგარიშგასაწევი საფეხბურთო ძალა ხართ