29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

ზელენსკი: დონალდ ტრამპი ომის დასრულებისთვის რუსეთზე ზეწოლის გაზრდას მხარს უჭერს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ “რამშტაინის” ფორმატში გამართულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ომის დასრულებისთვის რუსეთზე ზეწოლის გაზრდას მხარს უჭერს.

მისი თქმით, უკრაინას აქვს ძლიერი ინსტრუმენტები, რათა მოსკოვი დააყენოს გზაზე, როდესაც დიპლომატია ერთადერთი არჩევანი გახდება.

“ძალიან კარგი შეხვედრები და მოლაპარაკებები გვქონდა [“დიდი შვიდეულის” სამიტზე საფრანგეთში] ყველა ლიდერთან, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპთან. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ძალიან მკაფიოა რუსეთზე ზეწოლის გაზრდასთან დაკავშირებით, რათა დავასრულოთ ეს საშინელი ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო უკრაინისა და მთელი ევროპის წინააღმდეგ. და ეს ასევე “დიდი შვიდეულის” ყველა ლიდერის პოზიციაა. მადლობელი ვართ ამ ერთიანობისთვის. გვაქვს ინსტრუმენტები და ისინი საკმაოდ ძლიერია, რათა რუსეთი დავაყენოთ გზაზე, როდესაც დიპლომატია ერთადერთი არჩევანი გახდება”,-თქვა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიპაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი: შვეიცარიაში დაგეგმილი ირან-აშშ-ის მემორანდუმის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია გაუქმდა, რადგან დოკუმენტს მხარეებმა დისტანციურად მოაწერეს ხელი
შემდეგი სტატიამაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუცია შეიცავს მანიპულაციურ და არასწორ ჩანაწერებს