დღეს რაც გვესმის არის ის, რომ ნატო-ში მიწვევა გვექნება, როდესაც უსაფრთხოების პირობები ამის საშუალებას მოგვცემს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს ვილნიუსის სამიტის მეორე დღის დაწყების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ევროპელ ლიდერებთან დღეს ისაუბრებს და იბრძოლებს უსაფრთხოების გარანტიებისთვის უკრაინისთვის ნატო-სკენ მიმავალ გზაზე.
„დღეს ჩვენ დღის წესრიგში გვაქვს სამი პრიორიტეტული შეკითხვა. პირველი არის შეიარაღების ახალი პაკეტები ჩვენი არმიის მხარდასაჭერად ბრძოლის ველზე. მეორე საკითხი არის ჩემი აზრით, უკრაინის ნატო-ში მიწვევა და რაც დღეს გვესმის არის, რომ ჩვენ ეს მიწვევა გვექნება, როდესაც უსაფრთხოების პირობები ამის საშუალებას მოგვცემს. მინდა ამ საკითხების პარტნიორებთან განხილვა. მე ვისაუბრებ და ვიბრძოლებ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებისთვის, ნატო-სკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.