10.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 14, 2026
banner

ზელენსკი დღეს ლონდონში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ლონდონში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს შეხვდება, – ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებით, კირ სტარმერი და ვოლოდიმირ ზელენსკი დრონებისა და სამხედრო ტექნოლოგიების წარმოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ.

დაუნინგ სტრიტზე აღნიშნეს, რომ ლონდონს ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტეც ეწვევა, რათა სტარმერთან და ზელენსკისთან უკრაინაში მშვიდობის მიღწევის ძალისხმევის საკითხზე მოლაპარაკებები გამართოს.

ამასთან, ესპანური მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ მადრიდში ჩავა, სადაც ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს შეხვდება.

banner
წინა სტატიაშიქართველების ევროპელობას “მაშასადამე” დღეს აღარ სჭირდება – შალვა პაპუაშვილი
შემდეგი სტატიასიდედრის გაუპატიურებისა და სიმამრის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა – გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება