უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსულმა ძალებმა სამი რაკეტა გაუშვეს წყალმომარაგების ობიექტის მიმართულებით, გადაწვეს ბაზარი, დააზიანეს ათობით საცხოვრებელი სახლი, სკოლა, გაუშვეს „ორეშნიკი“ ბილა-ცერკვას მიმართულებით.
„მნიშვნელოვანია, რომ ამან რუსეთისთვის შედეგების გარეშე არ ჩაიაროს. დღეს მსოფლიოში ყველა, ვინც დუმილს არ აირჩევს და უკრაინის დახმარებას გადაწყვეტს, სიცოცხლის დამცველია. კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე მუშაობის გაგრძელება, განსაკუთრებით – ანტიბალისტიკური შესაძლებლობების მიმართულებით. ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობის მისაღწევად და ადამიანების დასაცავად – ყველაფერს. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა მარტო არ დარჩეს. საჭიროა გადაწყვეტილებები – შეერთებული შტატებისგან, ევროპისგან და სხვებისგან – რათა მოსკოვში ძველმა „ორეშნიკმა“ ბოლოს და ბოლოს სიტყვა „მშვიდობა“ წარმოთქვას“, – აცხადებს ზელენსკი.


















