ზელენსკი: დასავლელი პარტნიორები პუტინთან დარეკვას ეწინააღმდეგებოდნენ

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს დაურეკა იმიტომ, რომ “ეს, პირველ ყოვლისა უკრაინის და მისი მოქალაქეების საკითხია”, თუმცა, უკრაინის დასავლელი პარტნიორები მას მხარს არ უჭერდნენ ამაში – ვიდეო შესაბამისი განცხადებით “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ზელენსკიმ. “იცით, რაშია საქმე და რატომ არის ეს (დონბასში ომის შეწყვეტა) რთული? იმიტომ, რომ ყველა ამბობს, ღმერთმა არ ქნას, რუსეთთან პირდაპირი დიალოგი, თორემ სანქციებს მოუხსნიან. მე, მართალი გითხრათ, ეს მოდელი არ მესმის. დარწმუნებული ვარ, რომ სანქციები რუსეთის პრეზიდენტთან ჩემი დიალოგის გამო არ შემოუღიათ, სანქციები შემოიღეს იმის გამო, რომ ჩვენ ყირიმი წაგვართვეს და მხარს უჭერენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს” – ვიდეოში ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
“ყველა, მოდით, ვთქვათ, უკრაინის პარტნიორები, იმის წინააღმდეგიც კი არიან, რომ მე პუტინს დავურეკო. პუტინთან დარეკვა გადავწყვიტე, პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ ეს უკრაინის, ჩვენი მოსახლეობის გადასაწყვეტია. ამიტომ, ჩვენ, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს მადლობა უნდა გადავუხადოთ, ყველას მადლობა მხარდაჭერისთვის, მაგრამ საკუთარი აზრი უნდა გაგვაჩნდეს” – აღნიშნა ზელენსკიმ – უკრაინული მედია წერს.

ვლადიმირ ზელენსკიმ ვლადიმირ პუტინს 11 ივლისს დაურეკა. სატელეფონო დიალოგის ინიციატორი უკრაინული მხარე იყო.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი: ამოღებულია ყველა ვიდეოჩანაწერი – როგორც მედიაზე გასული კადრები, ასევე საჯარო და კერძო ობიექტებზე არსებული ჩანაწერები
შემდეგი სტატიაპუტინმა დონბასის ყველა მცხოვრებისთვის გააადვილა რუსეთის მოქალაქეობის მიღება