ზელენსკი: დარწმუნებული ვარ, კაცობრიობა არ დაკარგავს პატივისცემას ჩვენი ხალხის გმირობის მიმართ

ზელენსი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ მსოფლიო ბუჩას და მარიუპოლს არასოდეს დაივიწყებს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთ-უკრაინის ომის დროს გადაღებული ფილმების პირველი ფესტივალის, კინო გამარჯვებისთვის მონაწილეებს მიმართა.

“დარწმუნებული ვარ, მსოფლიო არასოდეს დაივიწყებს ბუჩას და მარიუპოლს. ამ ომის ტრაგედიები მილიონობით ეკრანზე იქნება და შესაბამისად, მილიარდობით გულში. დარწმუნებული ვარ, კაცობრიობა არ დაკარგავს პატივისცემას ჩვენი ხალხის გმირობის მიმართ.
ფილმი ამ გმირობას ლეგენდარულს გახდის და ასწავლის, რომ ცხოვრებაში ყველამ უნდა გააკეთოს არჩევანი – ეთიკური არჩევანი. არჩევანი სიცოცხლისა და სამართლიანობის სასარგებლოდ – უკრაინის სასარგებლოდ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევინარჩუნებთ ერთიანობას მსოფლიოსთან, ნებისმიერი დეზინფორმაციული ქარიშხლის მიუხედავად. ხელოვნება ჩვენს მხარეზე იქნება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

დღეს უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

banner
წინა სტატიაშიჯო ბაიდენი – პუტინმა ძალიან ცუდად გათვალა
შემდეგი სტატიაირაკლი კომახიძე – საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით, რაც გამოიხატება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით