,,ზელენსკი დარწმუნდება, რომ მიხეილ სააკაშვილი ამრევად ჩაიყვანა უკრაინაში”

region
: region მაისი 29, 2019 14:50

,,ზელენსკი დარწმუნდება, რომ მიხეილ სააკაშვილი ამრევად ჩაიყვანა უკრაინაში”

ვლადიმირ ზენელსკი მალე დარწმუნდება, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ამრევად ჩაიყვანა, – ამის შესახებ დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ნუკრი ქანთარიამ აღნიშნა, ვლადიმირ ზელენსკი ახალი პრეზიდენტია, რომელსაც არავითარი პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს.

„ზელენსკი ძალიან ნიჭიერი კაცი გახლავთ, ის თავად დაინახავს და დარწმუნდება, რომ მიხეილ სააკაშვილი ამრევად ჩაიყვანა უკრაინაში თუ რაში წაადგება, ამას მომავალი გვიჩვენებს. რამდენიმე ხნის წინ პუტინმა თხოვა ზელენსკის, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობა აღედგინა. მან მეორე დღესვე მიიღო ეს გადაწყვეტილება. სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას ზელენსკის სხვა ადამიანებიც თხოვდნენ, მაგალითად, ჟურნალისტები და საზოგადო მოღვაწეებმა“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ამასთან, ქანთარიას განცხადებით, ქვეყანამ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი კიდევ ერთხელ უნდა დააყენოს.

„აბსოლუტურად ლოგიკურად მიმაჩნია, რომ ადამიანი, რომელიც არის ძებნილი, კვლავ მოხდეს მისი ექსტრადირების საკითხის დაყენება, მგონია, რომ ასეც უნდა მოხდეს“, – განაცხადა ქანთარიამ.

region
: region მაისი 29, 2019 14:50

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,463
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics