28 დეკემბერს ტრამპთან, სავარაუდოდ, უსაფრთხოების გარანტიებს განვიხილავთ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ახლა 90%-ით მზად არის.
ზელენსკი ამბობს, რომ უსაფრთხოების გარანტიებზე რამდენიმე დოკუმენტის პროექტი არსებობს და “სასურველია ყველას განხილვის შესაძლებლობის პოვნა”.
“ფართო დღის წესრიგი გვაქვს, ის შაბათ-კვირას იქნება, ვფიქრობ, სწორედ კვირას [28 დეკემბერს] ფლორიდაში. გვექნება პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა. სწორედ ამ დოკუმენტებს განვიხილავთ, როგორც ვთქვი, უსაფრთხოების გარანტიებს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ასევე არის ეკონომიკური შეთანხმების საბაზისო პროექტები.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ტრამპთან შეხვედრა საჭიროა ამ დოკუმენტების მაქსიმალურად შემუშავებისთვის.
















