2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

ზელენსკი: ჩვენი ტერიტორიის 20% წაიღეს, მზად ვართ მშვიდობაზე სასაუბროდ, მაგრამ არა ულტიმატუმებისთვის

“ჩვენ მზად ვართ რეალური კომპრომისებისთვის. მაგრამ არა კომპრომისებისთვის ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ფასად”,_ ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე დაწერა.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა ისაუბროს კომპრომისებზე, მაგრამ არა იმისთვის რომ რუსეთმა კვლავ ულტიმატუმი წაუყენოს.

“ჩვენ მზად ვართ, ვისაუბროთ კომპრომისებზე შეერთებულ შტატებთან, მაგრამ არა იმისთვის, რომ რუსებისგან ისევ და ისევ ულტიმატუმები მივიღოთ. ისინი აგრესორები არიან, ეს ყველამ აღიარა. ეს არ შეცვლილა. ბევრი ქვეყანა, რომელიც ამ ომის დასაწყისიდანვე იყო ან ცდილობდა ყოფილიყო შუამავალი, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში, ასევე სხვა ქვეყნებში, ყველა აღიარებს, რომ რუსეთი აგრესორია.

ამიტომაც უკვე ჩვენი კომპრომისია, რომ აგრესორთან კომპრომისებზე ვსაუბრობთ. “დავრჩეთ იქ, სადაც ვართ”- ეს დიდი კომპრომისია. მათ ჩვენი ტერიტორიის თითქმის 20% წაიღეს და ჩვენ მზად ვართ ამ მომენტში მშვიდობაზე ვისაუბროთ “დარჩით იქ, სადაც ვართ”-ის საფუძველზე. ეს დიდი კომპრომისია.

რას გვთავაზობს რუსეთი კომპრომისად? რისთვის არიან მზად? მათ თქვეს: “ჩვენ მზად ვართ არ დავიკავოთ თქვენი სხვა რეგიონები“. მაგრამ ეს ტერორიზმია. ეს ენაც კი ტერორიზმია. “მზად ვარ, არ მოგკლათ – ყველაფერი მოგვეცით”. რას ნიშნავს ეს? ეს კომპრომისი არ არის. ეს ულტიმატუმია. სწორედ ამიტომ ვთქვი: ჩვენ მზად ვართ კომპრომისებისთვის, რომლებიც პატივს სცემენ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს არმიას, ჩვენს ხალხს და ჩვენს შვილებს. მაგრამ ჩვენ არ ვართ მზად ულტიმატუმებისთვის”,_  წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

banner
წინა სტატიაში“არ ვაპირებ ჯოხის სხვაზე გადატეხას”- ჯუანშერ ბურჭულაძე
შემდეგი სტატიასასამართლომ გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი დამნაშავედ ცნო