ზელენსკი: “ჩვენი დელეგაცია ჟენევიდან ბრუნდება, სრულ ანგარიშებს ველი – შემდგომ ნაბიჯებს ამის შემდეგ განვსაზღვრავთ”

JPG resized with https://ezgif.com/resize

ჩვენი დელეგაცია ჟენევიდან ბრუნდება და დღეს საღამოს სრულ ანგარიშებს ველი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ანგარიშების საფუძველზე შემდგომ ნაბიჯებს განსაზღვრავს.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან, იონას გარ სტორესთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

„პრემიერ-მინისტრს ჟენევაში მრჩევლების მუშაობის საწყისი შედეგების შესახებ ინფორმაცია მივაწოდე. ახლა ჩვენი დელეგაცია სახლში ბრუნდება და დღეს საღამოს სრულ ანგარიშებს ველი ჟენევაში მოლაპარაკებებისა და ჩვენი პარტნიორების ძირითადი აქცენტების შესახებ. ამ ანგარიშების საფუძველზე შემდგომ ნაბიჯებსა და ვადებს განვსაზღვრავთ. ჩვენ ევროპასთან და სხვა პარტნიორებთან კოორდინაციას გავაგრძელებთ. ვიმედოვნებთ, რომ საჭირო შედეგებს მივაღწევთ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ლუკა ჭოხონელიძე 5 დღით პატიმრობაში გაუშვა, ცოტნე მირცხულავა კი 5 000 ლარით დააჯარიმა
შემდეგი სტატიასამოქალაქო აქტივისტი ია გაბუნია სასამართლოს ეზოში დააკავეს