უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მზად არის, იმუშაოს უნგრეთის ნებისმიერ ლიდერთან, რომელიც არ იქნება პუტინის მოკავშირე. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უნგრეთის მოქმედი მთავრობა უნგრელებში ანტიუკრაინულ განწყობებს აღვივებს.
„ჩვენ არანაირად არ ვავრცელებთ ნეგატივს, სიძულვილს ან უპატივცემულობას უნგრელი ხალხის ან ეროვნული უმცირესობების მიმართ, რომლებიც ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქეები არიან და ეს ყველამ იცის, განსხვავებით იმისა, რაც უნგრეთში მიმდინარე მთავრობის ინიციატივით ხდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ მას არ შეუძლია თქვას, რა მოხდება, თუ უნგრეთის ხელმძღვანელობა შეიცვლება, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მზადაა, ითანამშრომლოს ნებისმიერ ლიდერთან, რომელიც პუტინის მოკავშირე არ არის.
















